Sharingan შარინგანი (写輪眼) თვალის ტექნიკას წარმოადგენს, რომელსაც უჩიჰას კლანის ზოგიერთი წევრი ფლობს. ბიაკუგანთან და რინეგანთან ერთად იგი სამ დიდებულ დოძიუცუს (三大瞳術, სან დაიდოძიუცუ, ქართ. სამი დიდებული თვალის ტექნიკა) შორისაა. იმ უამრავი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რასაც შარინგანი თავის მფლობელს ანიჭებს, მას სხვაგვარად ”ზეცის თვალს” (天眼, ტენგან) ეძახიან.
მადარა უჩიჰას თქმით, სიცოცხლის ბოლო წლებში მან თავისი შარინგანი რინეგანად გარდაქმნა, რაც ჰაშირამა სენჯუს დეენემის გადანერგვის შემდეგ მოხდა
შარინგანი წითელი ფერისაა და მასზე ერთი, ან რამდენიმე ტომოეა გამოსახული. მათი ზღვრული რაოდენობა სამს შეადგენს და ისინი თვალის გუგის გარშემო წრიულად არიან განლაგებულნი. პერსონაჟებს აღუნიშნავთ, რომ ეს დოძიუცუ სიბნელეში ანათებს.შარინგანის შესაძლებლობები ორ ნაწილად იყოფა: ”გამჭრიახობის თვალი” (洞察眼, დოსაცუგან) და ”ჰიპნოზის თვალი” (催眠眼, საიმინგან). შარინგანის მეშვეობით ჩაკრას ნაკადთა დანახვაა შესაძლებელი, ამიტომ ასეთ თვალს გენძიუცუს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის ამოცნობა არ უჭირს, რადგან ამ უკანასკნელის ჩაკრას მოძრაობა არაბუნებრივია. შარინგანი ყველაზე სწრაფად მოძრავ ობიექტებს აღიქვამს, სრულად მომწიფებული თვალით კი, მოწინააღმდეგის კუნთების უმნიშვნელო დაჭიმვის შემჩნევის ხარჯზე, მოსალოდნელი შემოტევის ამოცნობაა შესაძლებელი. შარინგანის მფლობელი უამრავი ტექნიკის კოპირებას ახერხებს. გამონაკლისებს წარმოადგენენ: კეკკეი გენკაი, კეკკეი ტოტა და გამოძახების ტექნიკები. ასევე თუ შინობი ჩაკრას იმ ტიპს არ ფლობს, რაზეც ის ძიუცუა დაფუძნებული, რომლის კოპირებაც მას სურს, ასეთ ტექნიკას იგი ვერ გაიმეორებს. შარინგანის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა გენძიუცუს წარმოქმნაში მდგომარეობს, რასაც მსხვერპლსა და შარინგანის მფლობელს შორის თვალის თუნდაც წამიერი კონტაქტი სჭირდება. მისი მეშვეობით გენძიუცუში დახელოვნებული ზოგიერთი შინობი მანდასა და კუდიანი ურჩხულის მართვასაც კი ახერხებს. შარინგანით ასევე ორი ძლევამოსილი ძიუცუს - იზანაგისა და იზანამის შესრულება შეიძლება. იზანაგის გამოყენებით რეალობის შეცვლა ხდება, იზანამი კი მსხვერპლს ილუზიის დაუსრულებელ წრეში აქცევს. ორივე ეს ტექნიკა აკრძალულ ტექნიკათა რიცხვს განეკუთვნება.
Mangekyo Sharingan მანგეკიო შარინგანი (万華鏡写輪眼) შარინგანის გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენს, რომლის გააქტიურება უჩიჰას კლანის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელმა შეძლო.მანგეკიო შარინგანს საყვარელი ადამიანის სიკვდილით განცდილი ემოცია ააქტიურებს, რის გამოც უჩიჰას კლანის წარმომადგენლები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს თავადვე ხოცავდნენ ხოლმე.მანგეკიო შარინგანის გასააქტიურებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ძლიერი ემოციის განცდას ენიჭება. მხოლოდ ადამიანის მოკვლა მას ვერ გააღვიძებს.
მანგეკიო შარინგანი მფლობელს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ანიჭებს. მას ცხრაკუდიანი მელიის მართვის უნარიც აქვს,რაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ მადარა უჩიჰამ და ობიტო უჩიჰამ გამოავლინეს.მანგეკიო შარინგანზე ჩვეულებრივი შარინგანისგან განსხვავებული ნახატია გამოსახული, კერძოდ ტომოეებს აქ სხვა ფორმა აქვთ. თვალის ყველა წყვილს თავისი უნიკალური ნახატი აქვს, რაც არ მეორდება.
მანგეკიო შარინგანის ხშირი გამოყენება თვალს აზიანებს და გარკვეული დროის შემდეგ სრულ სიბრმავეს იწვევს.მხედველობის აღდგენა სხვისი მანგეკიოს გადანერგვის ხარჯზეა შესაძლებელი, რის შედეგადაც მუდმივი მანგეკიო შარინგანი წარმოიქმნება.აშირამა სენჯუს დეენემის გადანერგვით მადარა უჩიჰამ თავისი მუდმივი მანგეკიო შარინგანის რინეგანად გარდაქმნა შეძლო, რაც გადანერგვიდან წლების შემდეგ, მადარას სიცოცხლის მიწურულს მოხდა.
Rinnegan რინნენგანი (輪廻眼, ქართ. სამსარა თვალი) ყველაზე ძლიერ თვალის ტექნიკას წარმოადგენს. იგი ერთ-ერთია სამ დიდებულ დოძიუცუს (三大瞳術, სან დაიდოძიუცუ, ქართ. სამი დიდებული თვალის ტექნიკა) შორის. ასეთი თვალი იასამნისფერია და მასზე კონცენტრული წრეებია გამოსახული.პირველი მფლობელი ექვსი გზის ბრძენი იყო. საუკუნეებთან ერთად, ბრძენის მსგავსად, რინეგანიც ლეგენდად იქცა და მისი არსებობა საეჭვო გახდა. მოგვიანებით, სენჯუს დეენემის წყალობით, მადარა უჩიჰამ იგი სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში გაიაქტიურა, სიკვდილის წინ კი იგი ნაგატოს მისცა. მოგვიანებით, მადარას ერთ-ერთ რინეგანს ობიტო უჩიჰა კონანთან ბრძოლაში დაკარგული შარინგანის ნაცვლად ჩაისვამს.უჩიჰა მადარამ შინობის მეოთხე მსოფლიო ომის დროს ეთერნალი გარდაქმნა რინნენგანად და გამოიყენა 2 ტექნიკა > პრეტას გზა(აბსორბი) და ტენგაი შინსეი იგივე მეტეორიტის ტექნიკა.რინეგანის წყალობით მის მფლობელს ექვსი გზის ტექნიკის გამოყენება შეუძლია. შარინგანის მსგავსად, კუდიანი ურჩხულების მართვა რინეგანითაცაა შესაძლებელი, რაც ჩაკრას ჯაჭვებითა და მიმღებებით ხდება. ასეთი თვალების მფლობელს ჩაკრას ბუნების ხუთივე ტრანსფორმაციაზე მიუწვდება ხელი, რაც მას ყველანაირი ნინძიუცუს გამოყენების პოტენციალს ანიჭებს. რინეგანის მეშვეობით უხილავი ჩაკრას, ბარიერების დანახვა და ექვსი გზის ბრძენის ფირფიტაზე ამოტვიფრული საიდუმლო ტექსტის წაკითხვაა შესაძლებელი. რინეგანის მფლობელს გარეთა გზის დემონური ქანდაკების მართვა შეუძლია.
Konohagakure კონოჰაგაკურე, იგივე კონოჰა (木ノ葉隠れの里, კონოჰაგაკურე ნო სატო, "ხის ფოთლებით დამალული სოფელი") ცეცხლის მიწის დამალული სოფელია. მას სათავეში ჰოკაგე უდგას. ცუნადე სოფლის მე-5 ჰოკაგეა. კონოჰას ჩრდილოეთიდან მაღალი კლდე დაჰყურებს, რომელზედაც სოფლის ყველა ჰოკაგეს სახეა გამოკვეთილი. კონოჰა ყველაზე ძლევამოსილი სოფლის სახელითაა ცნობილი. გარე პოლიტიკის თვალსაზრისით, მესამე მსოფლიო ომის შემდეგ, სხვა სოფლებთან იგი შედარებით მშვიდობიან დამოკიდებულებაშია.
ცეცხლის ქვეყანა (火の国, ჰი ნო კუნი) ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლევამოსილი ქვეყანაა. ძირითადად სწორედ იქ ვითარდება სიუჟეტი, რადგან იგი სერიების მთავარი პერსონაჟების უმრავლესობის სამშობლოს წარმოადგენს. საკუთარი სახელი მან დამახასიათებელი ნათელი და თბილი ამინდის გამო მიიღო. ცეცხლის ქვეყანაში მდებარეობს ყველაზე ცნობილი და დიდი დამალული სოფელი - კონოჰაგაკურე, იგივე კონოჰა.